png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კევინ სპეისის მამა წლების განმავლობაში შვილზე ძალადობდა

  • ეს საინტერესოა
  • 31.10.2017
  • 15:50
კევინ სპეისის მამა წლების განმავლობაში შვილზე ძალადობდა

58 წლის ოსკაროსანი მსახიობის კევინ სპეისის გარშემო ატეხილი მოულოდნელი სკანდალი  იმის შესახებ, რომ ის   სექუალურად ნამდვილად ავიწროებდა 14 წლის მოზარდს და თითქმის მთელი ცხოვრება მამაკაცები მოსწონდა, არ ცხრება. მსახიობის ძმამ გულახდილი ინტერვიუ მისცა მედიას, სადაც ნათელი მოჰფინა კევინის მძიმე ბავშვობას.

ჰოლივუდის მსახიობის უფროსმა ძმამ რენდალ ფაულერმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მათი მამა ნაცისტი-პედოფილი იყო და წლების განმავლობაში საკუთარ ვაჟზე (თავად რენდალზე) ძალადობდა.

მძიმე ბავშვობის შესახებ გულახდილი ინტერვიუ ბრიტანულ პორტალ Mail Online-თან რენდალმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ძმის გარშემო სექს-სკანდალი აგორდა.

62 წლის ფაულერმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს სპეისის მძიმე წარსულის შესახებ. მისი თქმით, მათი მამა ტომას ჯეფრი ფაულერი ტირანი და დესპოტი იყო და ცოლსა და შვილებს სასტიკად ექცეოდა.

 „მამა შეუერთდა ამერიკულ ნაცისტურ პარტიას და დამახასიათებელი ულვაშებიც კი მოუშვა. ერთხელ მან დამიძახა საძინებელში და ჩემზე ძალადობა დაიწყო. მე ვყვიროდი და დედას საშველად ვეძახდი. მან კარზე დააკაკუნა, მაგრამ მამამ უბრძანა წათრეულიყო, მე კი გავჩუმებულიყავი. შემდეგ გამაუპატიურა“, - აღიარა რენდალმა.

ფაულერმა აღნიშნა, რომ მამა სექსუალურად ავიწროებდა უმცროს ვაჟსაც, მაგრამ რატომღაც  ძალადობამდე საქმე არ მისულა. ამისგან მხოლოდ ის ოთხი წლის განმავლობაში ზარალდებოდა.

რენდალის თქმით, კევინი თავის თავში ჩაიკეტა, მათი და ჯულია კი სახლიდან გაიქცა, როდესაც 18 წელი შეუსრულდა.

ამჟამად კევინის ძმა ამერიკის აიდაჰოს შტატში ლიმუზინის მძღოლია.

რენდალმა აღიარა, რომ შეგნებულად არ იყოლია შვილები, რადგან მათ მამამისის მავნე გენები არ გადასცემოდათ. მას შემდეგ რაც კევინმა, ჯულიამ და რენდალმა მშობლიური სახლი დატოვეს,  ფაქტობრივად არ ურთიერთობდნენ მამასთან, ისევე როგორც ერთმანეთთან.

უფროსი ძმისთვის გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ უმცროს ძმას ფსიქიკასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არ აქვს, რის შედეგადც მისი თქმით, მას არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge