png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 31.10.2017
  • 18:29
 სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკევვა, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

,,ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა.-მ, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, სამტრედიიდან სუფსის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დაცვა, რის შედეგადაც ავტომანქანას გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „ტოიოტა პრიუსს“.

შეჯახების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე ერთმა პირმა მიიღო  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. 

სამართალდამცველებმა ე.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ე.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.  
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge