png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კრიშტიანუ რონალდუს ქალიშვილი შეეძინა

  • ეს საინტერესოა
  • 14.11.2017
  • 09:41
კრიშტიანუ რონალდუს ქალიშვილი შეეძინა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს ქალიშვილი შეეძინა. მან მადრიდის სამშობიარო სახლში გადაღებული ფოტოები  Instagram-ზე, Twitter-სა  და Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 „დაიბადა ალანა მარტინა! დედაც და ქალიშვილიც თავს კარგად გრძნობენ! ჩვენ ბედნიერები ვართ“, - დაწერა ფეხბურთელმა. Instagram-ზე ფოტოსურათმა უკვე 8 მლნ მოწონება დაიმსახურა.

ახალშობილის დედა რონალდუს 22 წლის მეგობარი გოგო, ესპანელი მოდელი ჯორჯინა როდრიგესია.

ალანა მარტინა ფეხბურთელის მეორე ქალიშვილია და პირველი ბავშვია, რომლის დედის ვინაობაც საზოგადოებისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

სულ რაღაც ოთხნახევარი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რონალდუს ტყუპები - ევა და მათეო შეეძინა.

ტყუპების დედის შესახებ არაფერია ცნობილი. თავად სპორტსმენმა მისი ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ბავშვები სუროგატმა დედამ გააჩინა.

ასევე ცნობილია, რომ 32 წლის რონალდუს ჰყავს 7 წლის ვაჟი კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც 2010 წლის 17 ივნისს დაიბადა.

ასევე უცნობია დედამისის ვინაობაც. პრესის მონაცემებით, სუროგატმა დედამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ევრო მიიღო.

დედის სახელი არ იცის ბავშვმაც. რონალდუ ადრე ამბობდა, რმ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ბიჭს ჰყავს შესანიშნავი, მოსიყვარულე მამა და ნათესავები.

ამასთან ფეხბურთმა აღნიშნა, რომ შვილს ყველაფერს უამბობს, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება.

ფეხბურთელს შვილების გაზრდაში დედამისი ეხმარება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge