png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება

  • ეკონომიკა
  • 28.11.2017
  • 10:00
 დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, მისი სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და იმ ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, კერძო სექტორი კი - პორტებსა თუ სხვა ინფრასრტუქტურაში. მინისტრის განცხადებით, შემდგომში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის უკუგება, „ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ქვეყნის ინკლუზიური განვითარება“.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას: „ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონ, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“.

მინისტრმა ასევე შეაფასა პირველი, 2015 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ორი წლის განმავლობაში. „2015 წლის მარტში მოეწერა შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშრებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ მაგალითად, ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა - მათ შორის ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ - სწორედ ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა. მათ შორის ეს იყო მონდომება, დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9 დან 12 დღემდე არის საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩასატანად.“

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განხცადებით,  2015 წელს გამოთქმული მოსაზრებები წელს უკვე რეალობაა, მათ შორის - ერთიანი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც საქართველოსთვის უნდა იყოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი, მათ შორის ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკები და ინოვაციების ხელშეკრულება. „ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge