png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

  • სამართალი
  • 18.12.2017
  • 17:19
 სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის  გადაწყვეტილება, რომლითაც პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო.ბ.-მ, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის  ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში.

აღნიშნული შეამჩნიეს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა კანონიერ მოთხოვნას ო.ბ. არ დაემორჩილა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი  დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. პოლიციის თანამშრომლებმა ო.ბ.- ს განუმარტეს, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რის შემდეგაც მან სამართალდამცველებს მოსთხოვა არ შეედგინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მათ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ საჩივრის შეტანით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. აღნიშნულით განაწყენებულმა ო.ბ.-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს მათი უფლებამოსილება და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით,  სასამართლო სამედიცინო, ტრასოლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით ო.ბ.-ს მიერ მითითებული გარემოებები არ დადასტურდა.

ო.ბ.-ს ბრალდება 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო  5000 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge