png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო ,,ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 21.12.2017
  • 11:18
 საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო ,,ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, ქალაქ წნორში სოციალურ საწარმოს „ჭკვიანი გემო“ გახსნის შესახებ. სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა, საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში  გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.

სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ ქალაქ წნორში ორ სივრცეს აერთიანებს - საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას  და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge