png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

შსს-მ თურქეთის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავა

  • სამართალი
  • 28.12.2017
  • 10:53
შსს-მ თურქეთის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. 
ასევე დადგინდა, რომ მ.ო. 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება. 
გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე და 344-ე მუხლებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge