png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში

  • სამართალი
  • 04.01.2018
  • 15:44
სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში

შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის ახალი სახე 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. აღნიშნული პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.

ცნობისთვის, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანმსჯავრდებულებზეც გავრცელდება. ამ დრომდე აღნიშნული სასჯელის სახე მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა არასაპატიმრო სასჯელის სახეა და მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებას ითვალისწინებს. 

"შინაპატიმრობა, მოსამართლის მიერ შესაძლოა, დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით; შინაპატიმრობა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს კი, სასჯელი შინაპატიმრობით შეიძლება შეუცვალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენებით აღსრულდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ. 
 პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. პირს, რომელსაც სასჯელის სახედ შინაპატიმრობა აქვს განსაზღვრული, როგორც წესი, ფეხზესპეციალური სამაჯური უმაგრდება, რომელიც ელექტრონულად დაკავშირებულია მონიტორინგის ცენტრთან. განსაზღვრული დღის განრიგის, პერიმეტრის დარღვევის ან სამაჯურის დაზიანების შემთხვევაში, სიგნალიელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ იწყება შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე. 

შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. 

შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge