png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

  • ეკონომიკა
  • 16.01.2018
  • 16:44
 2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 1095,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  532,6  ათასი ტონა (კლება  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2  ათასი ტონით).

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 386,7 ათასი ტონა ანუ 72,6%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 137,5 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,4 ათასი ტონა ანუ 1,6%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 305,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი - 223,6 ათასი ტონა (20,4%), აზერბაიჯანი - 197,6 ათასი ტონა (18,0%), ბულგარეთი - 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი - 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი - 51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა - 5,2 ათასი ტონა (0,5%).

„მართალია, საწვავის იმპორტი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას. საწვავის მოხმარების შემცირება  ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა", - აცხადებენ ასოციაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge