png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

  • სამართალი
  • 23.01.2018
  • 16:50
 სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ გიორგი გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი)  შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია გიორგი გ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სხდომაზე დამსწრე ორმა პირმა დაარღვია წესრიგი, კერძოდ სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ,  ერთ-ერთმა მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა. სასამართლო მანდატურის სამსახურმა აღკვეთა ქმედება და წესრიგის დაცვის მიზნით ორივე მათგანი დააკავა”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge