png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როგორც ჩანს, ოქრუაშვილი ხელისუფლებას რაღაცაზე ევაჭრება - სააკაშვილის ადვოკატი

  • სამართალი
  • 23.01.2018
  • 17:36
 როგორც ჩანს, ოქრუაშვილი ხელისუფლებას რაღაცაზე ევაჭრება - სააკაშვილის ადვოკატი

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. შემდეგი პროცესი 19 თებერვალსააჩანიშნული და ბრალდების მხარე ლიტველ ექსპერტს სკაიპის საშუალებით დაკითხავს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი, შალვა ჟღენტი დაკითხა.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა, რომ 2005 წლის ივლისის თვეში კანცელარიაში სააკაშვილთან ნამდვილად გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, სპეცრაზმის უფროსი, ვახტანგ ზუხბაია.

,,მისი ჩვენების მიხედვით, როცა ეს შეხვედრა დასრულდა, მიხეილ საკაშვილმა ვახტან ზუხბაიას მადლობაც კი გადაუხადა, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის. ეს თავდასხმა ისე იყო შესრულებული, როგორც მე მინდოდაო, ეს სიტყვები უთხრა მას სააკაშვილმა"- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის შეფასებით კი სააკაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიზირებული საქმეები მიმდინარეობს.

,,სააკაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოებში გრძელდება ის შოუ, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის საქმე, რომლის მთელი კასკადიც ბურჯანაძეზე და ოქრუაშვილზეა აწყობილი. დანარჩენი მოწმეები პირდაპირ ჩვენებას ვერ იძლევიან, როგორც ჩანს, მოწმე ოქრუაშვილი ვერ მოჰყავთ, სავარაუდოდ ის ხელისუფლებას რაღაცაზე ევაჭრება და ამ ვაჭრობაში ძალიან დიდი დრო დაკარგეს",- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.

საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge