png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქალაქო სასამართლო ბექა წიქარიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 24.01.2018
  • 15:19
საქალაქო სასამართლო ბექა წიქარიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა წ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით, 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში გამოსული ბექა წ. უცენზურო სიტყვების გამოყენებით არღვევდა წესრიგს. მანვე, სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელს ესროლა აგური, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინა. სასამართლოს შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებების, მათ შორის, დაკავებულის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბექა წ.-ს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ადმინისტრაციული სახდელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზნებს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge