png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

  • ეკონომიკა
  • 24.01.2018
  • 18:02
აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ FITUR 2018” წარადგინა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 140, 120 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის 10 000-ზე მეტი კომპანია 165 ქვეყნიდან.

„ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრები გვქონდა

როგორც წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, ასევე სარეკლამო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს შესაძლოა ვითანამშრომლოთ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ასევე უმნიშვნელოვანესია ტურისტულ და ავია კომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ისინი წარმოადგენენ ტურიზმის სფეროში ძირითად საქმიან წრეებს. ამას გარდა,  დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი მოდიოდა ჩვენს სტენდთან და საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა. ჩენი მთავარი მიზანია აჭარა, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის ყურადღების ცენტრში მოექცეს“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

2018 წელს, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge