png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-მ ქურდობის 5 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - მამუკა ჭელიძე

  • სამართალი
  • 26.01.2018
  • 14:42
შსს-მ ქურდობის 5 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - მამუკა ჭელიძე

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში - 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში - 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა ნ.ქ.-მ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი,  სეტთოფბოქსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის რაიონის  სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ.

„ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის  საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს”, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge