png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლიტველები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

  • ეკონომიკა
  • 29.01.2018
  • 15:53
ლიტველები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

აჭარის ტურისტული პროდუქტები ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  „Adventure 2018” ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიზიტორების განსაკუთრებული დაინტერესება მთიანი აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია.  

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაცია ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

მიმდინარე წელს, აჭარის ლიტვაში პოპულარიზაციისა და რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით პირისპირ შეხვედრები გაიმართა წამყვანი ტელეკომპანიის “TV 3“,  National Goegraphic- სა და ლიტვაში პოპულარული ვებ-საიტების მენეჯმენტთან, ასევე წამყვანი ტურისტული კომპანიების ნოვატურის, მეგატურისა და ტეზტურის წარმომადგენლებთან.  ლიტვის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 26 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ისეთ ევროპულ ბაზრებზე როგორიცაა ლიტვა. ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას ეს იქნება პირისპირ შეხვედრები, მედიატურები, რეკლამა წამყან ტელევიზიებში თუ ინფოტურები ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის. წელს, ჩვენ ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, რაც კარგი საშუალებაა უკვე პირისპირ შევხვდეთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას და მოვახდინოთ მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge