png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მამაკაცს, რომელმაც ცოლსა და ცოლის დედაზე იძალადა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 31.01.2018
  • 14:43
 მამაკაცს, რომელმაც ცოლსა და ცოლის დედაზე იძალადა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული ვ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს ვ.შ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის დედას დ.ბ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მ.ჩ-ს ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია. 

"წაქცევის შედეგად მ.ჩ-მ თავი დაარტყა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე ვ.შ-მ ხელი ჰკრა დ.ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ ვ.შ-მ ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ვ.შ.-ს ქმედებით მ.ჩ-მ და დ.ბ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

სამართალდამცველებმა ვ.შ. 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge