png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

წითელ ბაღთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი

  • სამართალი
  • 01.02.2018
  • 11:25
წითელ ბაღთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი

წითელ ბაღთან გუშინ საღამოს ორი მეთორმეტეკლასელის დაჭრის შესახებ ახალი დეტალებზე ,,რუსთავი 2“ - თან  35-ე საჯარო სკოლაში საუბრობენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი  დაესხა, მცირე  დაპირისპირების შემდეგ კი მათ მე-12 კლასელებს ჭრილობები მიაყენეს.

„ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“-აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე.   

თბილისის 35-ე საჯარო სოკოლის დირექტორის განცხადებით, დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მიხეილ ჩიკვილაძე შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა კამერებმა აღბეჭდა.

„როგორც მშობლებმა ამიხსნეს, ეს მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთი მგონი მიდიოდა მასწავლებელთა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომელსაც იკვლევს საგამოძიებო უწყება,“-აცხადებს თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე.

ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის  35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.

პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.

ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, მან მოსწავლეებთან დაკავშირებით დეტალები არ იცის, თუმცა ბარამიძე კონფლიქტის რაიმე შემთხვევას ვერ იხსენებს. მისი თქმით, სავარაუდოდ სკოლიდან გადასვლა გაცდენებს უკავშირდებოდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge