png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

  • სამართალი
  • 09.02.2018
  • 14:54
ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge