png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა

  • ეკონომიკა
  • 21.03.2018
  • 17:51
2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა

2017 წელს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ინვესტიციების გეგმასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის დელეგაცია მონაწილეობს, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ხელმძღვანელობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და სწორედ დღეს დაზუსტდა გარკვეული რიცხვები. „თუ გახსოვთ, 2017 წელი წინასწარი შეფასებით, 4.8%-იანი ზრდით დავასრულეთ, თუმცა, დღეს მოხდა პირველი დაზუსტება და მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიურ წვლილი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა და ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი იყო. დადებითი იყო ინვესტიციების და მოხმარების წვლილიც ეკონომიკურ ზრდაში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge