png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი ჭირდება - გიორგი კანდელაკი

  • ეკონომიკა
  • 26.03.2018
  • 13:41
კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი ჭირდება - გიორგი კანდელაკი

კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი ჭირდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე აღნიშნა.

მისი თქმით, გომბორის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან თელავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთამდე მცირდება, რაც უდიდესი სტიმული იქნებოდა კახეთის ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. 

"გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რომ კახეთს ჭირდება ცალკე აეროპორტი სადაც ჩარტერული და რეგულარული რეისები უნდა განხორციელდეს. აღნიშნული განცხადება მიგვაჩნია მცარად და არაკომპეტენტურად. გომბორის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან თელავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთამდე მცირდება, რაც უდიდესი სტიმული იქნებოდა კახეთის ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. ამ გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას არც დაუწყია, კახეთში აეროპორტის არსებობას ეკონომიკურ მიზანშეწონილობას უკარგავს. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ ამბროლაურის აეროპორტი, რომელიც სწორედ კვირიკაშვილის ინიციატივით აშენდა და ამჟამად, ფაქტიურად, უფუნქციოა. რაჭის დანარჩენ საქართველოსთან უკეთ დასაკავშირებლად ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ამ აეროპორტის მშენებლობაში დახარჯული 10 მილიონი ლარის საჩხერე-რაჭის გზის პროექტზე მიმართვა.

დასასრულს ასევე უნდა გავიხსენოთ გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ, დიაკარგა დრო და ხელიდან იქნა გაშვებული მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, „რაინეარის“ ქუთაისში შემოსვლა. მიუხედავად იმისა რომ ქუთაისის აეროპორტი, საბედნიეროდ, ვითარდება და იზრდება, კვირიკაშვილის არასწორი მიდგომების გამო ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი, და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილიც დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლებია", - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge