png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

  • ეკონომიკა
  • 17.04.2018
  • 10:10
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ’’Wine and Gourmet Japan 2018” ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა. 

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.

გამოფენასა და ქართული ღვინის დეგუსტაციას,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

’’Wine and Gourmet Japan”-ზე ტრადიციულად თავს იყრიან  ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში. 

რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენის მსვლელობის დროს შეძლო მოეძიებინა ახალი იმპორტიორი, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები  პოტენციურ პარტნიორთან დაიწყო.

„Wine and Gourmet Japan“ არის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. 

ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ქართული ღვინის კომპანიების მხრიდან იაპონიის ბაზრის მიმართ ინტერესი,  ისე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინო იაპონიაში  გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე ყოველ წელს არის წარმოდგენილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge