png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

  • ეკონომიკა
  • 26.04.2018
  • 14:00
თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - „მოტ მაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას და ტაქსების სფეროს რეგულაციებს.

უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, პეკინის გამზირზე, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა, ასევე, განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც.

პარალელურად, უცხოელი ექსპერტები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებსა და თანამედროვე პროგრამებში.

აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის გრანტით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან გასული წლის ნოემბრიდან  თანამშრომლობს ექსპერტი მარკ სელინი. მან, ასევე, იმუშავა აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსებულ კვლევაზე, რომლის ფარგლებში „მოტ მაკდონალდმა“ თბილისის მერიას 5 დერეფანი შესთავაზა, საიდანაც დიდი დიღომი - დიდუბე - მეტრო „მარჯანიშვილის“ მარშრუტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კონცეპტუალური დიზაინი დაამუშავა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge