png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სექსუალურ შევიწროებაში ჰარვი ვაინშტაინი ქეით ბლანშეტმაც დაადანაშაულა

  • მსოფლიო
  • 03.05.2018
  • 16:26
სექსუალურ შევიწროებაში ჰარვი ვაინშტაინი ქეით ბლანშეტმაც დაადანაშაულა

ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი გამოცემა Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა მსახიობების მსგავსად პროდიუსერ ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ისიც იყო.

„ვფიქრობ, რომ ის ნადირობდა, როგორც მტაცებლების უმეტესობა, ძირითადად დაუცველებზე. მის მიმართ ცუდი წინათგრძნობა მქონდა... ხშირად მეუბნებოდა: „ჩვენ მეგობრები არ ვართ“, - განუცხადა მსახიობმა გამოცემას.

ბლანშეტმა აღნიშნა, რომ არ გაუკეთებია ის, რასაც ვაინშტაინი სთხოვდა, თუმცა არ დაუზუსტებია, პროდიუსერის თხოვნის შინაარსი. „მისი ქმედება სამწუხაროდ დამახასიათებელია ზოგიერთი მამაკაცისთვის. სასურველია, რომ ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს სასამართლო გამოძიება. ჩვენ გვჭირდება პრეცედენტის შექმნა“, - აღნიშნა ბლანშეტმა.

მსახიობი მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში, რომელთა პროდიუსერიც ვაინშტაინი იყო, მათ შორის არის სურათები „კეროლი“ და „ავიატორი“.

ჰოლივუდში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი აგორდა, როდესაც აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ათობით ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი და ეშლი ჯადი.

ვაინშტაინი თავისი კომპანიიდან დაითხოვეს, ნიუ-იორკის ხელისუფლებამ კი მის მიმართ გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge