png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარება" თვიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 29.05.2018
  • 14:55
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარება" თვიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა - ვოლსკი

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს.

„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით. მეორე საკითხია, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ ავტორიტეტს, ისედაც საკმაოდ დაზიანებულს, მძიმე მდგომარეობაში აყენებს. რეალურად, რუსეთის პოლიტიკური მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი გარკვეულმა ქვეყნებმა  ცნონ. შემიძლია, დარმწუნებული ვიყო, რომ სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს. ეს თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა. ამას ზეწოლასაც ვეღარ დავარქმევთ, ეს რუსეთზე დამოკიდებული ადამიანის გადაწყვეტილებაა. ეს ხელების ამოტრიალებით არ მოხდა, საკმარისი მიმართვა იყო და ისიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ სირია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ განცხადებას არანაირად არ იღებს“, – განუცხადა ვოლსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ცნობისთვის, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge