პოლიციამ ქალაქის ცენტრში ირემი მოკლა
- მსოფლიო
- 30.05.2018
- 11:27
ირემი, რომელიც ფინეთის დედაქალაქის ცენტრში დასეირნობდა, პოლიციელებმა მოკლეს.
„დილის ხუთ საათზე პოლიციამ მიიღო ინფორმაცია ველური ირემის შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრში იმყოფებოდა. პატრული ცხოველის დაჭერას 20 წუთის განმავლობაში პიკის საათის დადგომამდე ცდილობდა“, - განუცხადა მედიას პოლიციის კომისარმა.
ველური ცხოველების გამოჩენა ფინეთის დედაქალაქის ცენტრში იშვიათობას არ წარმოადგენს. 2015 წელს ცენტრალურ სარკინიგზო ვაგზალზე დასახლდა მელა, რომელიც მხოლოდ სპეციალისტების დახმარებით დაიჭირეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200