png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას - შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები - მათიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 31.05.2018
  • 18:07
მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას - შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები - მათიკაშვილი

მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" - შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს.

"ბატონმა ზაზა სალარიძემ დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილი და მან აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი. პირადად მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი საგამოძიებო კომისიით თუ მის გარეშე სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას. სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს ჩვენს საზოგადოებას. აქვე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას: შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, რადგანაც ბატონი ზაზა სალარიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, გამონაკლისს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანის ტკივილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავების წყაროა", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge