png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საჰაერო სივრცით სარგებლობისას უწყებებს შორის მოქმედებათა ეფექტური კოორდინაციისთვის ევროპული რეგულაციების დანერგვა იგეგმება

  • ეკონომიკა
  • 01.12.2015
  • 17:00
საჰაერო სივრცით სარგებლობისას უწყებებს შორის მოქმედებათა ეფექტური კოორდინაციისთვის  ევროპული რეგულაციების დანერგვა იგეგმება

საჰაერო სივრცით სარგებლობისას უწყებებს შორის მოქმედებათა ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპული რეგულაციების დანერგვა იგეგმება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ საჰაერო კოდექსში შესატანი ცვლილებისა და მთავრობის დადგენილების წინასწარი პროექტები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე შემუშავებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური კონსულტაციები თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, საქაერონავიგაციის, სააგენტოს სპეციალისტებსა და ევროპელ პარტნიორებს შორის. ეროვნულ კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებების განხილვის მიზნით, მორიგი შეხვედრა EUROCONTROL-ის ექსპერტებთან 25 ნოემბერს გაიმართა.

საუბარია ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდეგი რეგულაციების დანერგვაზე:

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის N551/2004 რეგულაცია ერთიან ევროპული საჰაერო სივრცეში საჰაერო სივრცის ორგანიზების და გამოყენების შესახებ (საჰაერო სივრცის რეგულაცია)
  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 23 დეკემბრის N2150/2005 რეგულაცია - საერთო მოთხოვნები საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ.

აღნიშნული რეგულაციების დანერგვა ხელს შეუწყობს საჰაერო სივრცით სარგებლობისას უწყებებს შორის ეფექტურ კოორდინაციის უზრუნველყოფას, ქვეყნის საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაში უსაფრთხოების ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სააერნაოსნო მომსახურების გაწევას. სააგენტოს მიერ ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მაღალი დონის საჰაერო სივრცის პოლიტიკის ეროვნული კომიტეტის დაფუძნებას, სამოქალაქო და დამხედრო საჰაერო მოძრაობის ორგანოებს შორის საოპერაციო პროცედურების შემუშავებასა და განახლებას.

EUROCONTROL-ის ექსპერტთან გამართული ტექნიკური კონსულტაციის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კომიტეტის შემადგენლობასთან, ფუნქციებთან, ამ ფუნქციების შესრულებასთან, შესაბამის საერთაშორისო მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს ამ მიმართულებით უწყებების მიერ განსახორციელებელ ქმედებებზე და დაგეგმილ შეხვედრებზე.

საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ საჰაერო

კოდექსში ცვლილებების მიღება და მთავრობის დადგენილების ამოქმედება 2016 წელს იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge