png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჟენევის გაეროს ოფისში სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხზე პრესკონფერენცია გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 01.06.2018
  • 11:15
ჟენევის გაეროს ოფისში სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხზე პრესკონფერენცია გაიმართა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა დასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოსმუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ, სირიის რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობასა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება აღნიშნულ რეგიონებში წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობის, გატაცების, თვითნებური დაკავების, საკუთრების უფლების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის სახით.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ასეულობით ათასი ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ სახლს, ხოლო ოკუპანტი ძალა და მისი საოკუპაციო რეჟიმები, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციისა და უმაღლესი კომისრის მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, კვლავ არ უშვებენ აღნიშნულ რეგიონებში შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს ადგილზე ვითარების შესაფასებლად.

ვიქტორ დოლიძემ ასადის რეჟიმის აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ საქართველოს მიერ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და ჩართულბის გაღრმავებას, ქვეყნის განვითარებით, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესით მიღწეული სიკეთეების მათთვის ხელმისაწვდომობის მიზნით.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს სწრაფი რეაგირებისთვის, სამართლიანი და მტკიცე განცხადებებისთვის და მოუწოდა მათ ყველა არსებული ფორმატის გამოყენებისკენ, მათ შორის ჟენევის გაეროს ოფისში. მან იმედი გამოთქვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საზაფხულო სესიაზე აღნიშნული საკითხი დადგება დღის წესრიგში და აისახება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოხსენებასა და მეგობარი ქვეყნების განცხადებებში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა გაეროს ჟენევის ოფისთან აკრედიტებული პრესის წარმომადგენლების შეკითხებს უპასუხა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge