png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები - ბესელია

  • პოლიტიკა
  • 01.06.2018
  • 17:55
 ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები - ბესელია

ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მე მზად ვარ ვიყო ამ კამპანიის ერთი რიგითი მონაწილე და მივმართო ძალისხმევა მყავდეს ბევრი თანამონაწილე ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველას, ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან აქტუალური და კამპანიაში, რომლის განხორციელებასაც გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს, ჩართული უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი თანამონაწილე იმისთვის, რომ დიალოგის ფორმა საზოგადოებასთან იყოს მუდმივი და შევთანხმდეთ იმ აუცილებელ პრინციპებზე, რომელმაც მინიმუმადე უნდა დაიყვანოს და საბოლოოდ აღმოფხვრას ბავშვთა მიმართ ძალადობა", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ყველა პარტნიორ და საერთაშორისო მხარდამჭერ ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

„სკოლამდელი დაწესებულებების უდიდესი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წელს დავამტკიცეთ, ითვალისწინებს სკოლამდელი დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, გაეროს კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვას ყველა სფეროში, ესენია: უსაფრთხო გარემო, განათლების ერთიანი სტანდარტი, ჯანდაცვა, ჰიგიენა, კვება და სხვა. აბსოლუტურად ყველა პარამეტრის დაცვით, ბავშვის უკეთესო ინტერესების მიზნით გადადგმულ ძალიან თამამ ნაბიჯებს სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ, საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს ფორმატში, გაეროს ბავშვთა ფონდთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოს პარლამენტმა განიხილა, სკოლის გარეთ და სკოლის შიგნით უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge