ცნობილმა ტელეწამყვანმა და შეფ-მზარეულმა ენტონი ბურდენმა თავი მოიკლა
- მსოფლიო
- 08.06.2018
- 17:06
ცნობილი ტელეწამყვანი, შეფ-მზარეული და მწერალი ენტონი ბურდენი სტრასბურგში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, 61 წლის ბურდენმა თავი მოიკლა.
ის საფრანგეთში იმყოფებოდა CNN-სთვის გადაცემების ახალი ციკლის გადასაღებად, რომელიც მოგზაურობასა და მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოს ეძღვნებოდა.
ბურდენი რამდენიმე კულინარიული წიგნის, ასევ მხატვრული ნაწარმოებების ავტორია.
2002 წელს ტელეთერში გამოჩნდა მისი პირველი ტელეშოუ „მზარეულის მოგზაურობა“, შემდეგ მიყავდა გადაცემა, რომლისთვისაც „ემის“ ორი პრემია დაიმსახურა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200