png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს

  • პოლიტიკა
  • 13.06.2018
  • 17:14
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს

მისასალმებელია, რომ ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან გვაქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

მისი განცხადებით, დოკუმენტში რუსეთი ცალსახად არის აღიარებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა. რეზოლუციაში დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. „ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის , ბაშარულის მკვლელობებს. ხდება ქართული სოფლების განადგურება, კულტურული ძეგლების და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა. ეს ყველაფერი რეზოლუციაში არის ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობდა. თამარ ხულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს მიმართ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადების შესახებ და აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეზოლუციით ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს.

„რეზოლუციაში რუსეთის მიმართ გაჟღერებულია მოწოდება - ერთი მხრივ, რომ მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მეორე მხრივ კი, არის მოწოდება დეოკუპაციისკენ, ჯარების გაყვანისკენ, მოწოდება იმისკენ რომ უარყოს ამ, ტერიტორიების, უკანონო აღიარება. ასევე, დაგმობილი არის იმ ქვეყნების ქმედება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არის ის რომ მათ მკაფიო ტერმინოლოგია გამოიყენონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.

„გაჟღერებულია მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ, გამოიყენონ ის ცნებები და დაარქვან ყველაფერს ის სახელი რაც რეალურად იყო. ეს არის ის, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აკისრია რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უკვე არის ასახული და ველოდებით, რომ ეს რეზოლუცია ხვალ ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალიან დიდი მხარდაჭერით იქნება მიღებული", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge