png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს - ანრი ოხანაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2018
  • 17:37
იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს - ანრი ოხანაშვილი

მმართველი გუნდის წევრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და რევანშისტული მიზნებისთვის.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. მისივე განცხადებით, ეს ყოველივე კომისიის ობიექტური საქმიანობის დისკრედიტაციას მოახდენს.

"ვინაიდან დიდია ჩვენი საზოგადოების დაინტერესება საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი, მსურს, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ოცნების კვოტით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება.

როგორც ცნობილია, დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას სასამართლოდან და შსს-დან ძალიან სწრაფად გადმოეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. ასეთი ოპერატიულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს კომისიასთან და ამით ხელი შეუწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის მოსალოდნელი იყო რისკები, რაც ამ კომისიის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას უკავშირდებოდა, ქართული ოცნების გუნდმა გამოვიჩინეთ დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა ვანდეთ ოპოზიციას, რათა ამ საქმის შესწავლა მომხადრიყო მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად შეძლებდა კომისიაში უმრავლესობის სახით წარმოდგენილი ოპოზიცია ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური და პროცესის ობიექტურად და სამართლიანად წარმმართველი. ასეთი შეკითხვები, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მისცეს საქმეს ობიექტური და სამართლიანი შეფასება.

ამის მიუხედავად, მეც და ჩემს კოლეგებსაც ქართული ოცნებიდან, გვიჩნდება კრიტიკული კითხვები ევროპული საქართველოს მისამართით, მათ ობიექტურ და სამართლიან შეფასებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ევროპული საქართველოს მიერ კომისიაში ექსპერტების სახით მოწვეული ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.

ამასთანავე, იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული ამ პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და რევანშისტული მიზნებისთვის.

აქედან გამომდინარე, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. ეს ყოველივე კი კომისიის ობიექტური საქმიანობის დისკრედიტაციას მოახდენს, რაც ჩვენთვის ყველასთვის საზიანო იქნება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge