png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თიბისი ბანკმა აგრომეწარმეებისათვის გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 02.12.2015
  • 13:48
თიბისი ბანკმა აგრომეწარმეებისათვის გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENPARD- მხარდაჭერით „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე აგრომეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

 გამოფენის მიზანი იყო აგრომეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და  წარმოების საშუალებების შესახებ სიახლეების გაცნობა, ასევე აგრობიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.  

 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თიბისი ბანკიც,  რომელმაც აგრომწარმოებლებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბანკში ხელმისაწვდომი სასესხო და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.

 აგრობიზნესის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, თიბისი ბანკისგან მიეღოთ კონსულტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით აგრობიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი  სისტემებისა და სათბურების მწარმოებელი კომპანიის „ნეტაფიმის“ პროდუქცია, რომელიც აგროწარმოების პროცესს გაცილებით უფრო ეკონომიურს, ხოლო მოსავლიანობას უფრო მაღალს ხდის.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის იმპორტიორი კომპანიები,  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები და საფინანსო ინსტიტუტები. აგრომეწარმეებს შეეძლოთ, მიეღოთ სრული ინფორმაცია ბაზარზე არსებული ფინანსური, ტექნიკური და საწარმოო რესურსების შესახებ. 

 „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სოფლის მეურნეობის  გამოფენაზე, რადგან ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას. თიბისი ბანკი არის ლიდერი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრობიზნესის დაფინანსების კუთხით, 2013 წლიდან დღემდე 300 მილიონ ლარზე მეტი  აგროსესხი გვაქვს გაცემული. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და  ამის მისაღწევად  არა მხოლოდ ვაკრედიტებთ აგრობიზნესს, არამედ,  ხელს ვუწყობთ ფერმერების ინფორმირებულობას სოფლის მეურნეობაში სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ,“ - აცხადებს თიბისი ბანკის მიკრობიზნესის მართვის დირექტორი ნიკა ქურდიანი.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენამ წელს 6000-მდე მონაწილეს და დამთვალიერებელს უმასპინძლა.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge