png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 02.12.2015
  • 14:10
ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა

2 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან საბაჟოს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პოზიტიურ როლს საბაჟოს საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებამ ახალი და ინტენსიური რეფორმების განხორციელების საჭიროება შექმნა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შეახებ, რომელიც ბოლო წლებში გატარდა საბაჟო მიმართულებით, მათ შორის, განხორციელდა ცვლილებები საბაჟო რისკების სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო სამსახურებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბაჟო რისკების მართვის სისტემის გაძლიერებისა და საზღვარზე სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველმა აღნიშნა, მას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გასცნობოდა საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობას და საბაჟო პროცედურებს. მისი თქმით, ქართველ კოლეგებთან წარმატებული პარტნიორობა შედგა.

შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც მან მისცა ქართულ მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge