png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება

  • ეკონომიკა
  • 02.12.2015
  • 15:33
საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“  (PPI) პროექტის მეორე ეტაპს იწყებს.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  მუნიციპალიტეტებში კერძო ბიზნესის განვითარებას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიტანოს წვლილი აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში, რაც  ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.  
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართულ ბიზნესმენებს, საქმიანობის გაფართოებისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის სანაცვლოდ, კომუნალური ინფრასტრუქტურისმოწესრიგებაში დაეხმარება.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში,  აჰმედ ეივეიდა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეულ  50-ზე მეტ  ბიზნესმენს,  ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  მგფ-ის  ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“  (PPI) პირველ ეტაპის შედეგები გააცნეს.
პროექტის პირველი ეტაპზე, რომელიც მხოლოდ კახეთის რეგიონს მოიცავდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ათამდე ბიზნესმენს დაეხმარა. მათ შორის: გაკეთდა სასტუმრო „როიალ ბატონამდე“ და სასტუმრო „ლოპოტამდე“    მისასვლელი გზა, ჩატარდა წყალმომარაგებისსისტემისრეაბილიტაცია შპს„შუხმანვაინზჯორჯიაში" და ა.შ.  
დაინტერესებული ბიზნესმენები, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უნდა ეწვიონ პროექტისვებგვერდს:  http://mdf-ppi.biz ;  საინვესტიციო წინადადებებს,  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური კომისია შეაფასებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge