png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

  • ეკონომიკა
  • 02.12.2015
  • 15:57
დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე.

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა პალატის წევრებს გააცნო მშპ-ს ახალი მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა პროგნოზირებული 2,5 %-ის ნაცვლად 3 პროცენტი შეადგინა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობა წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებლის 3-პროცენტიან ნიშნულამდე შენარჩუნებას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის ჯანსაღი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება კერძო სექტორის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა გამჭვირვალე და ეფექტიანი მთავრობის პირობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუზრუნველვყოთ კონკურენტული ბიზნეს-გარემო, სადაც საკუთრების უფლება არის მკაცრად დაცული, სასამართლო თავისუფალი, ხოლო სახელმწიფო ჩაერიოს იქ, სადაც კერძო სექტორის შესაძლებლობები შეზღუდული ან არაეფექტიანია,“ - გაანცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შეღავათებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარების მიმართულებით არსებობს. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესის საკეთებლად დღესდღეისობით არის საუკეთესო გარემო. მთავრობა ატარებს რიგ ღონისძიებებს, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის და მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

დიმიტრი ქუმსიშვილი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“, რომელიც ქვეყნების მმართველობას აფასებს 6 მიმართულებით, მათ შორის, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წელს დაფიქსირდა და საქართველოს პოზიციები ყველა, ექვსივე მიმართულებით გაუმჯობესდა. მაგალითად 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია რეგულაციების ხარისხის ინდიკატორში 13 პოზიციით გაუმჯობესდა, კანონის უზენაესობა - 22 პოზიციით, კორუფციის კონტროლი - 24, ხოლო გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება - 16 პოზიციით.

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების კითხვებს უპასუხა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge