თურქეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 27.06.2018
- 13:37
თურქეთში ადიამანის პროვინციაში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა.
კატასტროფის ადგილზე მეხანძრეები, სამედიცინო პერსონალი და მაშველები იმყოფებიან.
თვითმფრინავი ქალაქ ღაზიანტეპის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პილოტები სასწავლო კურსის ფარგლებში საზაფხულო პრაქტიკას გადიოდნენ. კატასტროფის მიზეზები ჯერ დაუდგენელია, დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200