png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა - მდინარაძე მკვლელობის საქმის მოწმეზე

  • პოლიტიკა
  • 28.06.2018
  • 12:33
ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა - მდინარაძე მკვლელობის საქმის მოწმეზე

რთულია დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში უამრავი მოწმის ჩვენება არსებობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ახლა, ბოლოს გამოიკითხა, შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო.

„ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და ჩვენებას იმასთან დაკავშირებით არ იძლევა, თუ რა მოხდა. დეტალებზე საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა.

დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოწმეები ამ საქმეში სხვებიც არიან და არა მხოლოდ ეს ადამიანი. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მაქსიმალურად წამოვიღოთ რაც შესაძლებელია“,- განაცხადა მდინარაძემ, რომელაც აქვე აღნიშნა, რომ გამოიკითხებიან ის ადამიანები, ვინც მომხდარს საცხოვრებელი სახლებიდან უყურებდა.

„გარდა ამ მოწმისა ჩვენ ვცდილობთ, სხვა თვითმხილველი მოწმეებიც გამოვკითხოთ, რომლებიც შემთხვევას უყურებდნენ ზემოდან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან, ფანჯრებიდან. იქნებ მათგან მაინც რაღაც ისეთი ინფორმაცია წამოვიღოთ, რაც კიდევ უფრო გაგვიხსნის ხელ-ფეხს, რომ რეალობა დავინახოთ.

წინასწარ დასკვნები, მოწმეების ჩვენებების შეფასება, ვიდრე რაღაც ეტაპს მაინც არ ამოვწურავთსაგამოძიებო მოქმედებების, ყოველთვის შეცდომაში შეყვანაა სხვა ადამიანების, ვისაც ამას უყვებით.

აქედან გამომდინარე, ჯერ დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაფიქსირებ, რაც შემიძლია. ხუთ მეტრში ხდებოდეს რაღაც და შემდეგ ამას არ ამბობდე, ძალიან რთული დასაჯერებელია. მაგრამ ამის იქით მე შეფასებებში ჯერ ვერ შევალ“,- დასძინა მამუკა მდინარაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge