png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 29.06.2018
  • 17:11
მამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდს შეხვდა.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ მხარეს დეტალურად გააცნო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიდა განვითარების შესახებ.

განსაკუთრებით აღინიშნა ის ხელშესახები შედეგი, რომელიც ორ ქვეყანას შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. გამოითქვა სურვილი, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანმშრომლობა პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის დონეს შეესაბამებოდეს.

აგრეთვე, საუბარი შეეხო, იმ ეკონომიკურ რეფორმებს რომლის განხორციელებასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა გეგმავს. ითქვა, რომ განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება განათლების რეფორმაზე, რომელმაც უნდა შექმნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი.

ამერიკულმა მხარემ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გეგმებს და ხედვას ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით საქართველოს უნდა ჰქონდეს მისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა ბოლო პერიოდში მიღებული რეზოლუციებით და განცხადებებით.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერის აქტი - ითქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, აღნიშული გახდება მყარი საფუძველი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა, თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანისა.

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა და აშშ-ის მხრიდან იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ქვეყანას საბოლოო მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და იმას, თუ როგორ თუ როგორ მოხდეს არსებული საფრთხეების მინიმიზაცია.

ელიზაბეტ რუდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge