png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ - რომან გოცირიძე უმრავლესობას

  • პოლიტიკა
  • 04.07.2018
  • 16:13
ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ - რომან გოცირიძე უმრავლესობას

ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგენდნენ პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატურას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გრძელდება მავნე პრაქტიკა.

„ალბათ, ახდება ჩემი პროგნოზი და ამ თანამდებობაზე კვლავ ვიხილავთ რომელიმე ყოფილს. ყოფილი რას ნიშნავს, ყველამ იცის - თანამდებობას ყოველთვის იკავებენ ადამიანები, რომლებიც არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ყოფილი მცველი, ყოფილი ბანკირები და ახლა ვიხილეთ ყოფილი ადვოკატი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კომიკური და მეორე მხრივ, საშიში ტენდენცია?! სად არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი იმ სიაში, რომელიც წარმოადგინეს? ათი ადამიანი არის სიაში და 9 არის ანტურაჟის შესაქმნელად, ბალასტი - სამწუხაროდ, სერიოზული ადამიანები მოჩვენებით ფონს ქმნიან, განა არ იციან, ვინ იქნება პროკურორი. საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია მაღალი თანამდებობის პირების შერჩევის საკითხი“, - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge