ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა
- მსოფლიო
- 09.07.2018
- 15:39
ამერიკის ვირჯინიის შტატში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი Robinson R44 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა.
თუმცა დაღუპული ვერტმფრენში არ იმყოფებოდა, ის სახლში იყო, რომელსაც ლაინერი დაეცა.
კატასტროფის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200