png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - იტალიის პრეზიდენტი მამუკა ბახტაძეს

  • პოლიტიკა
  • 17.07.2018
  • 14:02
ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - იტალიის პრეზიდენტი მამუკა ბახტაძეს

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას.

სერჯო მატარელამ, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს პრემიერ-მინისტრს თბილი და მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

შეხვედრისას, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე გაამახვილა და მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა.

„ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ვიზიტი ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს ყველა დონეზე დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. პოლიტიკურ სფეროებში ჩვენ ყოველთვის ინტენსიური კონტაქტები გვქონდა, განსაკუთრებით კი, ურთიერთობები ბოლო წლებში გააქტიურდა.

ყველა საერთაშორისო ფორუმზე მჭიდრო კავშირი მყარდება საქართველოსა და იტალიის წარმომადგენლებს შორის. ეკონომიკურ სფეროში უკვე არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი არეალი გვაქვს ასათვისებელი, ხოლო კულტურულ ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც ორი უძველესი კულტურის მქონე ცივილიზაციის ქვეყანა.

ჩვენ ცოტა ხანში გადავინაცვლებთ ბიზნეს-ფორუმზე. ეს გახლავთ ღონისძიება, რომელიც ჩვენს სურვილებს - სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესახებ ხორცს შეასხამს. დიდი მადლობა მიღებისათვის,“ - მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს.

თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის პრეზიდენტის სტუმრობა კარგი დასტურია ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანისა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკურ, კულტურულ თანამშრომლობასა და ხალხთაშორის კავშირებზე გაამახვილა.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნიდან უმაღლესი დონის ვიზიტი ხორციელდება და მინდა, ბატონ პრეზიდენტს, პირადად, დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის.

ამავე დროს, ჩემი აზრით, ეს ვიზიტი კარგი დასტურია იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით და ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიყვანეთ. ვინც ამ ურთიერთობის გაღრმავებაში წვლილი შეიტანა მინდა, ყველა უწყებას და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

საქართველო თავისი კულტურით, წარსულით და მომავლით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ქართველი ერის სახელით მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - მიმართა მამუკა ბახტაძემ სერჯო მატარელას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმზე გადაინაცვლეს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge