png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.07.2018
  • 16:01
მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მამუკა ბახტაძემ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით.

მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ახალი სამთავრობო პრიორიტეტები და ინიციატივები, რაც დონალდ ტუსკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზე. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ითქვა, რომ ქვეყნის წარმატებები – შეგნეგის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის კუთხით, აგრეთვე, ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილის – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მიმართულებით სამაგალითოა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ ფორმატს საქართველოს მთავრობასა და ევროპულ კომისიას შორის. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ფორმატი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის განვითარებასა და საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის ლიდერის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. აგრეთვე, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ყურადღება დაეთმო შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი – საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აგრეთვე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge