png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას - ვანო ზარდიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.07.2018
  • 15:10
ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას - ვანო ზარდიაშვილი

მე მჯერა რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. 

"ვისურვებდი, რომ გუშინდელი გულწრფელი ინტერვიუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩვენმა ოპონენტებმა ასევე გულწრფელად მიიღონ, მიხვდნენ და დაიჯერონ რომ ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება, გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, დემოკრატიის განვითარება და თითოეული მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაა. თუ მათ ჩვენი ქვეყნის ოდნავი წარმატება მაინც სურთ, უნდა შეწყვიტონ ტყუილების ტირაჟირება, მოგონილი ცილისმწამებლური კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს. იმსჯელონ, გვაკრიტიკონ, თემატური, პროფესიული დისკუსიები გამართონ და არ გაუშვან შანსი ქვეყანაში ჯანსაღი, ღირსეული ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც  და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას.  

არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს  თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ  საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!!!", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge