png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"საქართველოს ბანკის" პარტნიორობით "ბლექ სი არენაზე" "შვიდკაცასა" და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

  • კულტურა
  • 26.07.2018
  • 14:58
"საქართველოს ბანკის" პარტნიორობით "ბლექ სი არენაზე" "შვიდკაცასა" და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით 11 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები - ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით. საინტერესო კოლაბორაცია იქნება „შვიდკაცას“ და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა ორკესტრის თანხლებით, „Take 6“-ი ასევე, საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

„შვიდკაცას“ მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ის გახდა პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც შეასრულა სიმღერა Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა „Golden State Warriors“ და „Memphis Grizzlies“. ამერიკული ჯგუფი „Take 6“ 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. სექსტეტი აკაპელა და გოსპელ ჟანრებში მოღვაწეობს, ისევე, როგორც რიტმ ენდ ბლუზსა და ჯაზში. მათ საკუთარი კარიერის განმავლობაში 10 „გრემი“ დაიმსახურეს. ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნაითი, მარკუს მილერი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სტივი უანდერი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge