png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს

  • პოლიტიკა
  • 07.09.2018
  • 15:33
მამუკა ბახტაძე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს. როგორც ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ომამდე ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულია. იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000-მდე ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 000 ადამიანზე მეტი, აქედან 7 000-ს შეადგენენ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა. აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს. ომის პერიოდამდე მოსახლეობა შეადგენდა 500 000-ზე მეტს, დღეს კი ამ ტერიტორიაზე 120 000 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. თუმცა, ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით“, - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge