png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

  • პოლიტიკა
  • 12.09.2018
  • 12:46
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში.

„იგეგმება შეხვედრები, ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან. ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან ერთად, ნიუ-იორკში მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

„მოგეხსენებათ, ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მედიასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.  ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge