png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველო არის დასავლეთი და ის აუცილებლად მოხვდება ნატოში - უეს მიტჩელი

  • პოლიტიკა
  • 12.09.2018
  • 14:48
საქართველო არის დასავლეთი და ის აუცილებლად მოხვდება ნატოში - უეს მიტჩელი

საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა განაცხადა.

როგორც უეს მიტჩელმა აღნიშნა, ქართველებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ უნდათ დემოკრატია, ევროინტეგრაცია, უნდათ ნატო-ს წევრობა.

„როგორც აპრილში აღვნიშნე, საქართველო მოხვდება ნატო-ში აუცილებლად, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი. რამდენიმე წლის წინ, როცა სერგეი ლავროვი აკეთებდა კომენტარს საქართველოზე, ის ამბობდა, რომ დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს. ამის საპირისპიროდ მე ვიტყოდი, რომ საქართველო სიღრმისეულად დასავლურია”, – განაცხადა მიტჩელმა.

მისივე თქმით, საქართველომ შექმნა ძლიერი ინსტიტუტები, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მშპ გაიზარდა 400%.

„ქართული პოლიტიკური ინსტიტუციები ებრძვიან კორუფციას, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვფიქრობ, რომ საქართველო მუდმივად გიჩვენებს, რომ ეს არის მათი დასავლური მომავალი. საქართველო არის მნიშვნელოვანი სიმბოლო დასავლური თავისუფლების, დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისა. ისინი მძიმე სამეზობლოში არიან და არ იყო ისტორიულად ამ ყველაფრის დაცვა ადვილი. დღეს აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას საქართველოში, ოქტომბერში იქნება არჩევნები, საქართველო ებრძვის კორუფციას, ეს არის რეფორმებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – განაცხადა მიტჩელმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge