png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2018
  • 14:12
სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად, შესანიშნავად განმარტა ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას ძალიან დიდი წვლილი
მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ. ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჯერ 2012 წელს ჩავაბარეთ. ეს ყველაფერი 2016 წელს კიდევ უფრო გავამყარეთ და შემიძლია, მთელი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება. აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ დასამარდება, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო შტაბის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით შესანიშნავად ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოწოდება საარჩევნო კამპანიის შინაარსის თაობაზე. მან ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის კამპანია წარმართონ. როგორც ვხედავთ, ეს პროცესი ასე არ წარიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიის წარმართვას სხვა შინაარსით ცდილობს. ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ მთლიანად შავი პიარითაა დაკავებული“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აქვე თქვა, რომ ევროპა და ამერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან შორსაა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიაშიც იკვეთება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge