png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, ვინც თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში – არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2018
  • 15:40
სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, ვინც თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში – არჩილ თალაკვაძე

საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთად შევძლებთ, რომ რუსული ბაზები საქართველოდან ხელმეორედაც გავიყვანოთ, ქვეყნის დეოკუპაცია მოვახდინოთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პრეზიდენტი ისეთი ადამიანი გახდეს, რომელიც ამ შემთხვევაში, იქნება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი პრეზიდენტი, არამედ იქნება ზეპარტიული ფიგურა, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების აზრის შემკრები. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, ეს მისია შეასრულოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესები წარადგინოს.

„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ევროპულ ოჯახშიც, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიპლომატიურ წრეებში მიღებულია. დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე უკეთ შეძლებს საქართველოს ინტერესები სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს, ასევე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თითოეული მოქალქის ელჩი გახდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge